შსს-მ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ხონში ერთი პირი დააკავა

209
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული თ.კ. ხონში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 ივნისს, ხონში, თ.კ.
ალკოჰოლური თრობის პირობებში გადაადგილდებოდა და არღვევდა 23:00 სთ-ის
შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის წესებს. პოლიციის მიერ შეჩერებულმა თ.კ.-მ
სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენა მათ, რის შემდეგაც ის დაკავებული იქნა ბრალდებულის
სახით. დაკავების დროს დაზიანებები მიიღო როგორც ბრალდებულმა, ისე პოლიციის
ერთმა თანამშრომელმა. დაშავებულები მოთავსებული არიან კლინიკაში.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ
წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი
ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება