Skip to content
08/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

26 ოქტომბრის არჩევნებს ქვეყნის გარეთ უფრო დიდი ფასი აქვს ვიდრე შიგნით, რადგან უდიდესი საფრთხე სწორედ გარედანაა მოსალოდნელი

მარშალ პრესი 05/10/2024
dimitri khundadze

არჩევნებზე დამკვირვებლები უმჯობესია საკუთარ დამფინანსებლებს დააკვირდნენ, თუ როგორ იქცევიან თავად და ყველა დაუშვებელი მეთოდით როგორ ერევიან საარჩევნო პროცესში. ოპოზიციური ტელევიზიებიც სიცრუეს სიცრუეზე ავრცელებენ, რომ ამომრჩეველი გააღიზიანონ და შეცდომა დააშვებინონ, – წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და დასძენს, რომ ოპოზიციას ჩალის ფასი აქვს, რაც არის მიზეზი გარე ძალების გააქტიურების.

„ღირსებასთან და მშვიდობასთან ბრძოლას, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ყველა წააგებს. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს ქვეყნის გარეთ უფრო დიდი ფასი აქვს ვიდრე შიგნით, რადგან უდიდესი საფრთხე სწორედ გარედანაა მოსალოდნელი.

ოპოზიციას რომ ჩალის ფასი აქვს, სწორედ ამიტომ გარე ძალები უკიდურესად გააქტიურდნენ და აღარაფერს ერიდებიან.

არჩევნებზე დამკვირვებლები უმჯობესია საკუთარ დამფინანსებლებს დააკვირდნენ, თუ როგორ იქცევიან თავად და ყველა დაუშვებელი მეთოდით როგორ ერევიან საარჩევნო პროცესში.

ოპოზიციური ტელევიზიებიც სიცრუეს სიცრუეზე ავრცელებენ, რომ ამომრჩეველი გააღიზიანონ და შეცდომა დააშვებინონ, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს ხედავს, ყველას ერთად აკვირდება და სულ უფრო მეტს უადვილდება გადაწყვეტილების მიღება. აქამდე მმართველი გუნდის მოწინააღმდეგეებიც კი დღეს „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს, რადგან ნებისმიერი სხვა არჩევანი სასიცოცხლოდ სახიფათო იქნება“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Continue Reading

Previous: ნიკა მელიამ Facebook-ის რეკლამებში ბოლო ერთ თვეში 34 000 დოლარი დახარჯა
Next: ამერიკელი ელჩების პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ადათ-წესები არ იციან – ისინი ჩვენში მაქსიმუმ იმ პაპუასებს ხედავენ, რომლებსაც განადგურების წინ ცოლ-შვილს გაუუპატიურებენ, ხოლო ტომის “ბედნიერ” ბელადს ცარიელი ბოთლით დაასაჩუქრებენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025