Skip to content
01/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რასაკვირველია, გლობალური ომის პარტია არსებობს, ყველა ამერიკის პრეზიდენტი ამ ფრაზას იყენებდა, პირველად კი ის ეიზენჰაუერმა დაამკვიდრა

მარშალ პრესი 05/10/2024
mamuka areshidze

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა მამუკა არეშიძემ რადიო 98.5-ში გლობალური ომის პარტიის შესახებ ისაუბრა, რომლის თქმითაც, ის არ არის რომელიმე კონკრეტული ქვეყანა.

ამასთან, მამუკა არეშიძე აღნიშნავს, რომ ამ ტერმინს ამერიკის ყველა პრეზიდენტი იყენებდა, შესაბამისად გაურკვეველია საქართველოში ეს ფრაზა რატომ არის კრიტიკის და დაცინვის საგანი.

„როცა არის გლობალურ ომის პარტიაზე [საუბარი], აქ ხომ არ არის ლაპარაკი კონკრეტულ ქვეყანაზე, რომ გინდა თუ არა ეს ქვეყანა იყოს. მეც არ მომწონს ეს ტერმინი, მაგრამ ეს ტერმინი ეიზენჰაუერის მოგონილია, Deep state ჰქვია მაგას. შემდეგ კენედი იყენებდა, ყველა ამერიკის პრეზიდენტი ამ ფრაზას იყენებს და რატომ არის საქართველოში ეს ფრაზა ასეთი კრიტიკის, დაცინვის საგანი ვერ გეტყვით. გლობალური ომის პარტია არის რასაკვირველია, იგივე ისრაელის შემთხვევაში. დღეს მოვისმინე ყოფილი პრემიერის, ლიბერმანის ინტერვიუ ისრაელში მიმდინარე პროცესზე და ის ახსენებს გლობალურ ომის პარტიას“,-განაცხადა მამუკა არეშიძემ.

Post navigation

Previous: ნიკა მელიამ, Facebook – ში, ერთი ვიდეოს რეკლამაში 8 000 დოლარი დახარჯა
Next: ნიკა მელიამ Facebook-ის რეკლამებში ბოლო ერთ თვეში 34 000 დოლარი დახარჯა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.