Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა საგარეჯოში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა

მარშალ პრესი 04/10/2024
01

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. ბაღი, რომელიც 180-240 აღსაზრდელზეა გათვლილი, კომპანია „სოკარის“ დაფინანსებით აშენდა.

სკოლამდელი ასაკის სააღმზრდელო დაწესებულება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილ 6 ოთახს მოიცავს და 3000-მდე კვ.მ. ფართობზეა აშენებული. გარდა საკლასო ოთახებისა, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს სასადილოს, სამზარეულოს, სპორტული აქტივობის დარბაზს, აგრეთვე ექიმის, სათამაშო და საძინებელ ოთახებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფართებს. შენობაში გათვალისწინებულია პანდუსები და ადაპტირებული სანიტარული სივრცეები, ასევე – ღია სათამაშო მოედანი.

მთავრობის მეთაურთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი სამირ შარიფოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-სპიკერი ალი ახმედოვი, კომპანია „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტი ზიბა მუსტაფაევა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობის დირექტორი მაჰირ მამმედოვი და სხვა ოფიციალური პირები.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის, ლიტერატურული კლუბის ფარგლებში, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების ,,თეთრი ბაირაღების” ლიტერატურული განხილვა გაიმართა
Next: მხოლოდ მიმდინარე წელს გაიხსნება იმაზე მეტი მაგისტრალური გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.