Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალი საჩოგბურთო ცენტრი გაიხსნა

მარშალ პრესი 04/10/2024
459405346_509799321951599_5974024507763539836_n

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტის ახალი საჩოგბურთო ცენტრი გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, კომპანია “სმარტ კაპიტალ ჯგუფი”-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი და მეცენატი ვანო ჩხარტიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.

,,მსგავსი ინფრასტრუქტურის არსებობა ჩვენი ახალგაზრდების ძალიან დიდ სურვილს წარმოადგენდა და დღეს მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ ივარჯიშონ და დაეუფლონ სპორტის ამ სახეობას. იმედი მაქვს, რომ ახალი ცენტრი გახდება საყვარელი ადგილი, როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ ჩოგბურთი.

საერთაშორისო ტურნირებში ჩართულობა, თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონის ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას,” – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა. პროექტი „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ (PIRDP) ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტისა და ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 2 275 044 ლარი შეადგინა.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი მოსკოვის გამზირის მოსახლეობას შეხვდა
Next: ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის, ლიტერატურული კლუბის ფარგლებში, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების ,,თეთრი ბაირაღების” ლიტერატურული განხილვა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.