Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დემოკრატები ოპოზიციას არც კრძალავენ და არც კლავენ. ეს ბანერი ჩვენ უნდა გამოგვეფინა დასავლეთისთვის

მარშალ პრესი 04/10/2024
tamar chiburdanidze

„საქართველოში თუ ვინმეზე ძალადობენ და ემუქრებიან, ეს ხელისუფლებაა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ საქართველოში ფიქსირდება ისტორიული ფაქტი, საელჩოები, ღიად ერევიან სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესებში.

„ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს! ბოლო პერიოდში ისეთი პროცესები ვითარდება მსოფლიოში, რომ ის ქარდი, რაც ამერიკის საელჩომ დადო, ჩვენ უნდა დაგვედო მათთვის. ამერიკაში ოპოზიციის ლიდერს, ყოფილ პრეზიდენტს ესროლეს; სლოვაკეთის მოქმედ პრეზიდენტს, ასევე დღევანდელი დასავლეთის პოლიტიკის ოპოზიციონერს, ფიცოს ესროლეს… სადღაც მუქარაა, სადღაც პირდაპირი სასიკვდილო გასროლა… დიახ, ეს არის თანამედროვე დემოკრატების პოლიტიკა და ამ ვითარებაში ამერიკის საელჩო ჩვენ გვასწავლის ჭკუას, რომ თურმე „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“.

ჩვენი პასუხია, „დემოკრატები ოპოზიციას არც კრძალავენ და არც კლავენ“. საქართველოში თუ ვინმეზე ძალადობენ და ემუქრებიან, ეს ხელისუფლებაა. საქართველოში პოლიტიკაშიც და უფლებრივ საკითხებშიც უმცირესობა ძალადობს უმრავლესობაზე. შეუძლებელია ეს არ იცოდეს ამერიკის საელჩომ. იციან, მაგრამ მაინც საარჩევნო პროპაგანდას ეწევიან ოპოზიციის სასარგებლოდ. ისე, „ისტორიული“ ფაქტია, რომ სხვა ქვეყნის საელჩო ასე ღიად ერეოდეს სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესებში,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრმა სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი გახსნა
Next: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, „ევროპის სახალხო პარტია“ კვლავ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025