შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

237
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში დიდი
ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს, შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის
თვალსაზრისით, მიმდინარე წლის 26-30 ივნისს, ბათუმის პორტში, გაერთიანებული
სამეფოს საზღვაო ძალების სამხედრო გამანადგურებელი გემის – “HMS Defender”
ვიზიტის მნიშვნელობას.

მარკ კლეიტონის შეფასებით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აღნიშნული გემის
ვიზიტი საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მაღალი დონის
წარმომადგენლებს შორის სტრატეგიული დიალოგის დაწყების უნიკალური
საშუალებაა.

ვახტანგ გომელაურმა და მარკ კლეიტონმა ასევე განიხილეს საზღვაო
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოსა და გაერთიანებულ
სამეფოს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა. ამასთანავე,
მხარეებმა სანაპირო დაცვის მიმართულებით ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე
ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს
ელჩს მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური
მხარდაჭერისთვის.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება