Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი, ისევე, როგორც მთლიანად რადიკალური ოპოზიცია დადგა ლგბტ პროპაგანდის მხარეს – ეს არის არა მათი არჩევანი, არამედ მათი დავალება

მარშალ პრესი 03/10/2024
irakli kobakhidze2

სალომე ზურაბიშვილი, ისევე, როგორც მთლიანად რადიკალური ოპოზიცია დადგა ლგბტ პროპაგანდის მხარეს. ეს არის მათი არჩევანი. უფრო სწორად, ეს არის არა მათი არჩევანი, არამედ მატი დავალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კანონს “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” საზოგადოების 90%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს.

„სალომე ზურაბიშვილი, ისევე, როგორც მთლიანად რადიკალური ოპოზიცია დადგა ლგბტ პროპაგანდის მხარეს. ეს არის მათი არჩევანი. უფრო სწორად, ეს არის არა მათი არჩევანი, არამედ მატი დავალება. ახლა არის საარჩევნო პერიოდი და ყველამ იცის ძალიან კარგად, რომ საზოგადოების 90%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს ამ კანონს. 92% დაფიქსირდა ბოლო კვლევაში ამ კანონის მიმართ მხარდაჭერა. როდესაც ასეთ დროსაც შენ ვერ ახერხებ დადგე ისეთ მხარეს, სადაც დგას საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ მოქმედებ მხოლოდ დავალებებით და არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: გინდა 24 დეპუტატი იყოს და გინდა 240, როცა ტყუილებით არის სავსე ასეთი დოკუმენტები, მათ ვერ ექნებათ, ბუნებრივია, ვერავითარი ფასი
Next: აშშ-ის ელჩს ვთხოვდი, უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.