Skip to content
13/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დედალი ორჯონიკიძეა, ეს გენმოდიფიცირებული – ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილზე

მარშალ პრესი 03/10/2024
zurab kadagidze

“ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილის ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება დასავლეთისთვის კიდევ ერთი კრიზისი იქნება.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ერთი სიტყვა არ დასცდენია, რა უბედურება დაატყდება საქართველოს, სამაგიეროდ შეშფოთება გამოთქვა.

„სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება დასავლეთისთვის კიდევ ერთი კრიზისი იქნება. ერთი სიტყვა არ დასცდენია, რა უბედურება დაატყდება საქართველოს, რა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება ქართველი ხალხი, სამაგიეროდ შეშფოთება გამოთქვა, რომ ჩვენ უკრაინა არ ვართ, ჩვენ სამხედრო ძალა არ გაგვაჩნია, ეგ გახდება დასავლეთის პრობლემა…

ამიტომაც, სამხედრო პოტენციალის არმქონე საქართველო რომ არ გახდეს დასავლეთის პრობლემა და კრიზისის მაპროვოცირებელი, ამოცანის გადაჭრის ყველაზე მარტივი გზა არსებობს – საქართველოში დაინიშნოს “აგენტოკრატი” ხელისუფლება და კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, მალევე დავაკლათ ზედ გეოპოლიტიკურ ინტერესებს. არანაირი პირადული, მხოლოდ პოლიტიკა – კრიზისის გადაჭრის მარტივი გზა ახსნა ზურაბიშვილმა.

P.S. დედალი ორჯონიკიძეა, ეს გენმოდიფიცირებული!“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: 17 მაისს საქართველოს მილიონამდე მოქალაქე გამოვიდა ქალაქების ქუჩებში, რითაც შედგა ფაქტობრივი რეფერენდუმი ამ კანონზე
Next: სალომე ზურაბიშვილი რუსეთ – საქართველოს ომში მთავარ პრობლემად არა ქართველი ხალხის მძიმე მდგომარეობას, არამედ მხოლოდ კრიზისს ხედავს დასავლეთისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.