IMG.GE IMG.GE

მესმის, რომ შემსუბუქების პროცესში ხალხს უფრო მეტად უნდა გართობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერების და იმ რეგულაციების ფარგლებში, რაც დადგენილია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,  ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი რეკომენდაციაა, ყველამ გაითვალისწინოს რჩევები, რომლებსაც ჯანდაცვის სპეციალისტები იძლევიან. მისივე განმარტებით, მთავარი რეკომენდაცია არის პირბადის ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა და დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება.

ჩვენი მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ ყველამ ერთად, საზოგადოებამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და უფრო მეტი მზადყოფნა უნდა იყოს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება