Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რა დავალებაც მიიღო ფსევდოპრეზიდენტმა ბერლინში, ის შეასრულა ვასალობის “საუკეთესო პრაქტიკის” შესაბამისად

მარშალ პრესი 02/10/2024
gia abashidze

კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველო “ანტი-LGBTQI”კანონის მიღებით, ევროპას დაშორდა. რა გამოდის? როცა რუსული პროპაგანდა აცხადებს, რომ ევროინტეგრაცია LGBTQI პროპაგანდასთან კორელაციაშია, ის “ფეიკ ნიუსია”, ხოლო გერმანიის ლიდერის მხრიდან ამის ხაზგასმა არსებული მოცემულობაა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა და ამით ბერლინში მიღებული დავალება შეასრულა. „საზოგადოებასთან და მართლმადიდებლობასთან დაპირისპირებულმა “მართმადიანმა” სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა.

რა დავალებაც მიიღო ფსევდოპრეზიდენტმა ბერლინში, ის შეასრულა ვასალობის “საუკეთესო პრაქტიკის” შესაბამისად. იმავდროულად, კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველო “ანტი-LGBTQI”კანონის მიღებით, ევროპას დაშორდა. რა გამოდის? როცა რუსული პროპაგანდა აცხადებს, რომ ევროინტეგრაცია LGBTQI პროპაგანდასთან კორელაციაშია, ის “ფეიკ ნიუსია”, ხოლო გერმანიის ლიდერის მხრიდან ამის ხაზგასმა არსებული მოცემულობაა. საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის არც რუსული პროპაგანდაა მისაღები და არც ფსევდოლიბერალური “ბულშითინგი”. საქართველოს ეროვნული ინტერესებია უწინარესი!“ – წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი UFC-ს ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს შეხვდა
Next: თუნდაც ეს ერთი საზარელი შემთხვევა უნდა იყოს “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის მიზეზი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.