Skip to content
28/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც ჩანს, ზელენსკი მის კარზე ჩაბუდებულმა ნაცებმა დაარწმუნეს – ნანა კაკაბაძე

მარშალ პრესი 01/04/2022
ნანა კაკაბაძე

როგორც ჩანს, ზელენსკი მის კარზე ჩაბუდებულმა ნაცებმა დაარწმუნეს, რომ ელჩის ცუდი მუშაობის შედეგად, ვერ მოხერხდა ქართული სახელმწიფოს დაბომბვა და შემდეგ ჩამოშლა, რაც მათ მისცემდა საშუალებას, ხელისუფლების ხელში ჩაგდების, იმავე მომენტიდან, ქვეყნის საერთაშორისო სანქციებთან სრულად მიერთების, მოხალისეების გაგზავნისა საქართველოს თვითმფრინავით და რუსებისათვის მეორე ფრონტს გახსნისა – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

მისი თქმით, სხვა ახსნა არა აქვს მსოფლიოში არსებულ 200 სახელმწიფოს შორის მხოლოდ საქართველოდან ჯერ ელჩის „საკონსულტაციოდ“ გაწვევას, ხოლო შემდეგ მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას.

„რა აკავშირებს ზელენსკის ნაცებთან და სააკაშვილთან? უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი ჯერ „საკონსულტაციოდ“ გაიწვია, მერე თანამდებობიდან გაათავისუფლა და ხვალ შეიძლება დააპატიმროს კიდეც.

როგორც ჩანს, ზელენსკი მის კარზე ჩაბუდებულმა ნაცებმა დაარწმუნეს, რომ ელჩის ცუდი მუშაობის შედეგად, ვერ მოხერხდა ქართული სახელმწიფოს დაბომბვა და შემდეგ ჩამოშლა, რაც მათ მისცემდა საშუალებას, ხელისუფლების ხელში ჩაგდების, იმავე მომენტიდან, ქვეყნის საერთაშორისო სანქციებთან სრულად მიერთების, მოხალისეების გაგზავნისა საქართველოს თვითმფრინავით და რუსებისათვის მეორე ფრონტს გახსნისა.

სხვა ახსნა არა აქვს მსოფლიოში არსებულ 200 სახელმწიფოს შორის მხოლოდ საქართველოდან ჯერ ელჩის „საკონსულტაციოდ“ გაწვევას, ხოლო შემდეგ მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას ახალი ელჩი კი მისი აზრით ამ ყველაფერს პირნათლად შეუსრულებს.
ისე, მართლა საინტერესოა, რატომ დადო უკრაინის ხელისუფლებამ ამხელა ფსონი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე? მართლა კრიმინალმა შეადუღაბა ისინი თუ ახალი „უფროსი ძმის“ სინდრომი შეეყარა ზელენსკის, რის გამოც ზემოდან გვიყურებს და მისი მითითებების რა უგულებელყოფის შემთხვევაში ქვეყნის ხელისუფლების დასჯას ცდილობს“ – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ბიბილოვისა და მისი დაჯგუფების ნამოქმედარს საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს
Next: ვის უნდა ომი საქართველოში? – მხოლოდ ნაცმოძრაობას და მის სატელიტებს – ედიშერ გვენეტაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025