Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უნდა ვილაპარაკოთ ამაზეც! ერთ მტკივნეულ ამბავს გავიხსენებ, ამბავი ოსებზეა, მომსწრე ვარ – თამარ ტყეშელაშვილი

მარშალ პრესი 02/10/2024
tamar tkeshelashvili

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იხსენებს 90-იანი წლების პერიოდს, როდესაც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ოსებს ე.წ პატრიოტები დევნიდნენ.

“უნდა ვილაპარაკოთ ამაზე(ც).

ერთ მტკივნეულ ამბავს გავიხსენებ. ამბავი ოსებზეა. მეგობარ ბაკურიანელებს, ვისაც ეს შეეხო ან უბრალოდ მომსწრე იყო,

90-იანებში, ბაკურიანში მცხოვრებ ოსებს უცებ დევნა რომ დაუწყეს, ამ ხალხს გასაქცევად გაუხდა საქმე (სახლებში უვარდებოდნენ, პირდაპირი გაგებით, შეშის ღუმელში ყრიდნენ ცოცხლად… (მომსწრე ვარ) და სხვ.)

ამ გაჩაღებულ შუღლში დედაჩემმა გამოიჩინა გმირობა და გადაწყვიტა, რომ მამაჩემის ოს თანამშრომლებს საკუთარი სახლების დატოვებაში უნდა დაეხმაროს …აღარ დაედგომებოდათ იქ.  (დედის ამ გამბედაობას კი, დღემდე ვერ ვხსნი)

მოაყვანინა დედაჩემმა სატვირთო მანქანა, ჩასვა ამ მანქანის დიდ საბარგულში ბაკურიანელი ოსები (რაღაც ხეებიც დავალაგეთ და იქ ჩავმალეთ ეს ხალხი, ჩხრეკის შემთხვევაში).

მიზანი იყო, რომ გორამდე მიგვეყვანა. მერე გადავიდოდნენ. ეს ის პერიოდია, როცა, ყოველ ნაბიჯზე თბილისამდე, არაფხიზელი, შეიარაღებული სამხედრო ფორმიანები დგანან. გაჩერებენ. გამოწმებენ. პატრიოტები არიან რა!…

მახსოვს უცებ შეკერილი და ჩემი ძმის “კლიუშკა”-ზე  მიკერებული, ფანჯრიდან გადაყოფილი შინდისფერი დროშა… (შეგნებულად – რომ არ გაგვაჩერონ იქნებ. გზავნილი: ჩვენც პატრიოტები ვართ!!!

მახსოვს შიში და პირველად აღქმა იმისა, რომ დედის სლავური გარეგნობა სახიფათოა, თურმე ღამე, ნახევრადმძინარე მე და ჩემი ძმა და საბარგულში ოსები. რის იმედად ვართ – არ ვიცით. ვიცით, რომ თუ გაგვაჩერეს – ვერავინ გადავრჩებით.
არ გაგვაჩერეს. დროშამ იმუშავა, ან უბრალოდ დავეზარეთ ამხელა მანქანა. გორამდე მივიყვანეთ მშვიდობით.

მერე, მახსოვს, შუა თბილისში, სლავური აქცენტით მოსაუბრე დედისთვის მაღაზიაში “რუსო! რუსო!”-ს ძახილი და არაადეკვატური გავეშება. და ახლაც იგივე რომ მესმის ვიღაცის მისამართით ზოგჯერ…

დღემდე ეთნიკური ნიშნით ხალხის დევნაში რომ გამოხატავს ზოგი “პატრიოტიზმს” – იქვე ჩანს, რამდენად ცოტა გამოუვლია ცხოვრებაში და ეს მოვლენებიც (სხვა უახლესი ისტორიის ფურცლებთან ერთად) ჩვენს ისტორიაში არ შეფასდა.

რა დასკვნა გამოვიტანეთ ამ ყველაფრისგან ერმა? ვიცით? თუ უცნობია. არ მოვინდომეთ სახელის დარქმევა? თუ დამოუკიდებლად ვერც ვიზამდით ამას (როგორც ხდება ხოლმე)

მარტო სსრკ-საც ნუ დავაბრალებთ ეთნიკურ შუღლს (იმან რა ჭირიც მოგვიტანა – ყველამ ვიცით). ზოგჯერ ჩვენს თავშიც ჩავიხედოთ. კოლექტიური ტრავმები გავიხსენოთ. ამით დავიწყოთ.

თუ მაღაზიებში (ან უფრო ფბზე – აწ უკვე) გავეშება უფრო მისაღებია, ოკ. შორს წავალთ ასე. და მეთხუთმეტე კაცად შევალთ. ლუდოვიკოსთან. მე მეთხუთმეტეობაზე ბევრად მეტი ამბიცია მაქვს პირადად.”– წერს თამარ ტყეშელაშვილი.

Post navigation

Previous: ოლაფ შოლცმა ლგბტ თემს მიმართა: საქართველომ ახლახან მიიღო ანტი-ლგბტქი კანონი, რომელიც არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს, მკაფიოდ ვიტყვი, რომ ეს საქართველოს ევროპისგან აშორებს
Next: მალეს, მალეს მეხუთე კოლონის წარმომადგენლებმა და მათმა ლიდერმა სალომემ ნამდვილი ზრახვები, მაგრამ საბოლოოდ ვერ დამალეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.