Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ნეთანიაჰუმ იცოდეს, რომ ირანს არ სურს ომი, მაგრამ მტკიცედ დგას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, არ შემოხვიდეთ კონფლიქტში ჩვენთან

მარშალ პრესი 02/10/2024
1726513356-masud

ირანსა და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით, კანონიერი უფლების საფუძველზე, შესაბამისი პასუხი გაეცა სიონისტური რეჟიმის აგრესიას, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ირანს არ სურს ომი, მაგრამ მტკიცედ დგას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ.

„ეს ქმედება ირანის ინტერესებისა და მოქალაქეების დასაცავად განხორციელდა. ნეთანიაჰუმ იცოდეს, რომ ირანს არ სურს ომი, მაგრამ ის მტკიცედ დგას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ. ეს ჩვენი ძალის მხოლოდ ნაწილია. არ შემოხვიდეთ კონფლიქტში ირანთან“, – წერს ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი.

ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა დღეს განახორციელა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ისრაელის თავდაცვის ძალების პირველადი შეფასებით კი, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ამასთან, როგორც ისრაელში განაცხადეს, ამ ეტაპზე ირანიდან დამატებითი სარაკეტო შეტევის საფრთხე არ არსებობს.

Continue Reading

Previous: ცესკო საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების სიების ფორმირების და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
Next: ისრაელში, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025