Skip to content
09/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში მდებარე სკოლების მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

მარშალ პრესი 19/09/2024
460571241_937399765096150_24688703067426954_n
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში მდებარე სკოლების მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
დიდუბის რაიონს ოქროს და ვერცხლის 196 მედალოსანი ჰყავს. მედალოსნებს სკოლის წარჩინებით დასრულება მიულოცეს, ასევე, მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. საჩუქრები სკოლების დირექტორებსა და კლასის დამრიგებლებსაც გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ, საქართველოს პარლამენტის დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა, ასევე, საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა. ღონისძიებას მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
მედალოსნების დაჯილდოების ცერემონია მუსიკალურად ქართული ესტრადის მომღერლებმა გააფორმეს. ასევე, დრამერებისა და საპნის ბუშტების შოუ მოეწყო.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიული დღე მიულოცა
Next: ქატო – გახარიას, ფქვილი – ხაზარაძეს. ვსიო – დავით ქართველიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.