Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიდუბის რაიონის გამგეობამ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება სადღესასწაულო ღონისძიებით მიულოცა

მარშალ პრესი 16/09/2024
459891785_934780212024772_3526102108489647393_n

დიდუბის რაიონის გამგეობამ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება სადღესასწაულო ღონისძიებით მიულოცა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის მომღერლებმა. ასევე, გაიმართა დრამერებისა და საპნის ბუშტების შოუ. პატარების განწყობაზე ილუზიონისტებმაც იზრუნეს.

ღონისძიების მიმდინარეობისას დაჯილდოვდნენ დიდუბის რაიონში მცხოვრები სხვადასხვა სფეროში წარმატებული მოსწავლეები.

სადღესასწაულო კონცერტს დიდუბის რაიონის გამგებელი ლადო ძნელაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ირმა ზავრადაშვილთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად დაესწრო და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

Post navigation

Previous: ფრანგი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი გადადგა და დაწერა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მმართველობა „კითხვის ნიშნებს აჩენს“
Next: ქართველებიც, აფხაზებიც და ოსებიც პოლიტიკოსების შეცდომას შეეწირნენ და ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ შეცდომის გამოსწორებას ცდილობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.