Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ახალქალაქში რეკრუტებმა ფიცი დადეს

მარშალ პრესი 01/10/2024
Capture

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქში რეკრუტთა საწვრთნელი I და IV ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა ფიცი დადეს. ჯარისკაცები თავდაცვის ძალების წვევამდელთა ეროვნულ, ასევე პროფესიულ საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს შეუერთდებიან. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რეკრუტებისთვის ფიცის დადების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცა. 

საზეიმო ღონისძიებაზე საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატების, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის, ასევე, წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებით – „გიორგი ანწუხელიძე“, „უმწიკვლო სამსახურისთვის“ და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს. 

ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

Post navigation

Previous: მათ სხვა გზა არ რჩებათ გარდა გაერთაინებისა იმიტომ, რომ სხვანაირად 5%-იანი ბარიერის გადალახვა მათთვის არის შეუძლებელი
Next: ზელენსკი აცხადებს, რომ სიტუაცია ფრონტის ხაზზე ძალიან, ძალიან რთულია და შემოდგომაზე მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.