Skip to content
13/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს და ხმა მისცეს იმ გუნდს, რომელიცაა ქვეყანაში მშვიდობის, ეკონომიკური განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი

მარშალ პრესი 30/09/2024
kakha kaladze

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო  მესიჯებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. 

მისი განმარტებით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება მმართველი პარტიის მიერ საკონტიტუციო უმრავლესობის მოპოვებითაა შესაძლებელი.

„მსოფლიოში არსებული დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, დიდია საშიშროება იმისა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ამის მიდრეკილება აქვთ  რადიკალურ დაჯგუფებებს და მათ პატრონებს. ეს პროცესები დღეს არ დაწყებულა. პირდაპირ დავიწყეთ ჩვენ საუბარი, რა მუქარა და შანტაჟი არსებობდა, რომ ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბიძინა ივანიშვილმა ბევრჯერ გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, მათ შორის იყო ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული შემდგომი გადასადგმელი ნაბიჯები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ოპოზიცია შეეცდება ქვეყნის გაერთიანების პროცესს ხელი შეუშალოს, ამიტომ მნიშვნელოვანია არჩევნებში მოსახლეობის მაქსიმალური მონაწილეობა.

„ჩვენ გვაქვს ქვეყნის გაერთიანების სურვილი ურთიერთშერიგებით, ურთიერთპატივისცემით. სხვანაირად შეუძლებელია. ამ განცხადების შემდეგ, ვნახეთ რადიკალური ოპოზიცია რა დღეში ჩავარდა. ყველაფერს გააკეთებენ ეს ადამიანები, რომ როგორმე ამ პროცესებს ხელი შეუშალონ, ამიტომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს და ხმა მისცეს იმ გუნდს, რომელიცაა გარანტი იმისა, რომ შეინარჩუნებს მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: 27 ოქტომბრის სრული სცენარი უკვე ფაქტობრივად ცნობილია მაკკეინის ინსტიტუტის დასკვნის წყალობით
Next: რას გამოაცხადებს ცესკო, ვის აინტერესებს? მთავარია, ხალხი რას გრძნობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.