Skip to content
04/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საბოტაჟისა და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ შევძელით და ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი

მარშალ პრესი 29/09/2024
irakli kobakhidze

2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის დამსახურებაა ის წინსვლა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ გასული 12 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით მიაღწია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თელავში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ საბოტაჟისა და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და საქართველოსთვის მიიღო ევროკავშირის წევრობის სტატუსი.

„წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების მკვლელობისა და წამების, უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრების სისტემური პრაქტიკა, 2,5-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შევამცირეთ პატიმრების ციხეებში სიკვდილიანობა; აღიკვეთა ბიზნესის რეკეტი და გათავისუფლდა მედია; ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გაიზარდა; 8,5 მილიარდი ლარიდან 30,8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი; ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 3-ჯერ გაიზარდა პენსიები, რამდენჯერმე გაიზარდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი; რამდენჯერმე გაიზარდა გზების, სკოლების, ბაღებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი; ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები; რაც კახელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 70%-ით გაიზარდა 2012 წლის შემდეგ ვენახების ფართობი და 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი. 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. თუ 2012 წელს მევენახეების შემოსავალი მხოლოდ 71,5 მილიონ ლარს შეადგენდა, შარშან მევენახეებმა 300 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღებს, წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება; ქვეყნის მასშტაბით განახევრდა უმუშევრობა; 680 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს; „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია; ამ ყველაფერთან ერთად, საბოტაჟისა და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ შევძელით და ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე
Next: რომელი სინჯის ოქროს მანდატებს წარმოადგენდნენ შარშან პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძისთვის გახარიას პოლიტსაბჭოს წევრები და ახლა რას ფიქრობს ის იმავე საკითხზე?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.