Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც მალე გაქრებიან ისინი პოლიტიკური ველიდან, მით მალე გამოვლენ უფრო ჯანსაღი ძალები პოლიტიკურ ასპარეზზე – სოზარ სუბარი რადიკალურ ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 28/09/2024
sozar subari

პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი ოპოზიციის საარჩევნო სიებს ეხმიანება.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მხრიდან არ არის არც ერთი ადამიანი, რომელსაც ქვეყნისთვის რამე გაუკეთებია და მოსახლეობაში ავტორიტეტია, თუმცა ეს გასაკვირი არ არის, რადგან არც ოპოზიციაა ასეთი.

სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც ოპოზიციას 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსიც არ აქვს, სიაზე საუბარი აზრს მოკლებულია. მისი თქმით, რაც მალე გაქრება პოლიტიკური ველიდან ოპოზიცია, მით მალე გამოჩნდება ჯანსაღი ძალა პოლიტიკურ ველზე.

„როდესაც ოპოზიციას არ აქვს შანსი, რომ გადალახოს 5%-იანი ბარიერი, იქ სიაზე ლაპარაკი აზრს მოკლებულია. არც ერთი ადამიანი, რომელიც რამეს ეუბნება საქართველოს მოქალაქეს, როგორც პოლიტიკოსი, გამოჩენილი ადამიანი, რომელსაც რამე გაუკეთებია ქვეყნისთვის ან რაიმე სფეროს ავტორიტეტი, რომლის გამოჩენაც მოქალაქეებთან გამოიწვევს დადებით ოვაციას – ასეთი სახე ჩვენ ვერ დავინახეთ ოპოზიციის რიგებში და ეს გასაგებია იმიტომ, რომ ოპოზიცია არ გვყავს ასეთი. ამიტომ რაც მალე გაქრებიან ისინი პოლიტიკური ველიდან, მით მალე გამოვლენ უფრო ჯანსაღი ძალები პოლიტიკურ ასპარეზზე,“-აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: დღეს ყველაფერი უკვე ნათელია და საქმე მხოლოდ არჩევანზეა, ჩვენით მივიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ სხვების ნება-სურვილზე ვიქნებით დამოკიდებული?
Next: ისინი პოლიტიკური პარტიების გაგრძელებას წარმოადგენენ და ბუნებრივია, ვერ იქნებიან ობიექტურები – სოზარ სუბარი სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.