Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოს მისამართით ე.წ. პრეზიდენტის უსაგნო პრეტენზიები იმაზე უფრო იაფფასიანი გახდა, ვიდრე კოლექტიური ნინო ლომჯარიების. მთავარია შესრულდეს ინსტრუქცია აგენტოკრატიიდან ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ

მარშალ პრესი 28/09/2024
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე ცესკოს გამოხმაურებას აფასებს. ანალიტიკოსის თქმით, არგუმენტირებული ახსნა ვერ ექნება ანტიკონსტიტუციური ზურაბიშვილის ანტურაჟს, რადგან გარედან დაავალეს.

“ანტისახელმწიფოებრივი გარე დაკვეთების შემსრულებლებს, მათ შორის ე.წ.პრეზიდენტს, “ქვესტი” აქვთ გამოცხადებული თუ ვინ უფრო მეტად, უარგუმენტოდ შეუტევს ცესკოს. უსამშობლო სალომე ზურაბიშვილის ოფისი საარჩევნო ადმინისტრაციას ადანაშაულებს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნისას “კანონმდებლობის დარღვევაში”.

არგუმენტირებული ახსნა ვერ ექნება ანტიკონსტიტუციური ზურაბიშვილის ანტურაჟს, რადგან გარედან დაავალეს და იმიტომ! ცნობისთვის, 26 სექტემბერს, კნონმდებლობასთან შესაბამისად, 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი შეიქმნა. უბანი შეიქმნა ყველგან, სადაც ამის კანონიერი საფუძველი არსებობდა. ცესკოს მისამართით ე.წ. პრეზიდენტის უსაგნო პრეტენზიები იმაზე უფრო იაფფასიანი გახდა, ვიდრე კოლექტიური ნინო ლომჯარიების. მთავარია შესრულდეს ინსტრუქცია აგენტოკრატიიდან ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ. რა ფუჭია დემოკრატიაზე მანქურთების შტურმი.”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ჩვენი არჩევანი ქვეყნის გადარჩენაა- სასწორზე დევს ქვეყნის ბედი და სწორედ თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული მისი ხვალინდელი დღე
Next: დღეს ყველაფერი უკვე ნათელია და საქმე მხოლოდ არჩევანზეა, ჩვენით მივიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ სხვების ნება-სურვილზე ვიქნებით დამოკიდებული?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.