Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

,,ქართული ოცნების“ შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალქალაქის სოფლების მოსახლეობასთან გრძელდება

მარშალ პრესი 28/09/2024
1001

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” პარლამენტის დელეგატი სამველ მანუკიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჩუნჩხას, დილოსკასა და პტენას მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები.

„„ქართული ოცნება“ ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. მჯერა, 26 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს, რაც ჩვენი ქვეყნისათვის მშვიდობისა და სტაბილურობის სიმყარის გარანტი იქნება,“- განაცხადა სამველ მანუკიანმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ახალქალაქის მერი – მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე – ნაირი ირიციანი და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები.

Continue Reading

Previous: ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
Next: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბათუმის მოსახლეობასთან აგრძელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025