Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა

მარშალ პრესი 28/09/2024
461105353_380171825026600_4948164716410170336_n

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლების: ტალავერის, სავანეთის, ჭაპალასა და სამტრედოს მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებთან შეხვედრისას დელეგატმა განიხილა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. იმსჯელა დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. სამთავრობო გუნდი წლებია, მუშაობს რათა, სოფლად მოსახლეობას გაუუმჯობესონ ყოველდღიური საცხოვრებელი პირობები და ამ მიზნით სოფლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. დელეგატის თქმით, ამ დროისათვის ტალავერში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჭაპალაში კი, სრული რეაბილიტაცია უტარდება საჯარო სკოლას. „ჩვენს, თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის,“-განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

Continue Reading

Previous: მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს ნაყოფიერი მუშაობისთვის, ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა
Next: ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025