Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსეთმა მიაღწია იმას, რაც სურდა – დასავლეთს თავს მოახვია მრავალპოლარული მსოფლიო – არესტოვიჩი

მარშალ პრესი 28/09/2024
arestovich

arestovich

რუსეთმა მიაღწია იმას, რაც სურდა, ეს არ არის სახმელეთო დერეფანი ყირიმში, როგორც ზოგიერთი ადამიანი აზროვნებს. როდესაც რუსეთმა ეს ომი დაიწყო მსოფლიო არ იყო მრავალპოლარული. ახლა ფაქტობრივად მრავალპოლარულია. მათ გადაწყვიტეს მთავარი ამოცანა, დასავლეთს მოახვიეს თავს მრავალპოლარული მსოფლიო, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, ეს ომი პუტინმა დაიწყო იმისთვის, რათა ეჩვენებინა დასავლეთისთვის – რუსეთი მზად არის გამოიყენოს შეიარაღებული ძალები იმდენ ხანს და იმ ძალით, რამდენიც საჭირო იქნება, რომ ის ჩათვალონ მოთამაშედ, რომელთანაც უნდა ივაჭრო და რომლის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული.

„ისეთი იქნება ახალი იალტის სამიტი, როგორიც მათ უნდოდათ. საყურადღებოა, რომ ეს შეიძლება არ იყოს იმ საზღვრებში, რომელიც მათ სურდათ, შეიძლება ვერ შეასრულონ კერძო ამოცანები ამასთან დაკავშირებით, სადღაც მეტს მიიღებენ ზოგან ნაკლებს, მაგრამ მათ გადაწყვიტეს მთავარი ამოცანა – ეს ომი პუტინმა დაიწყო არა იმისთვის, რომ დაეპყრო უკრაინა, ეს ომი პუტინმა დაიწყო განსაკუთრებით იმისთვის, რომ ეჩვენებინა დასავლეთისთვის, რომ მათი სურვილის პასუხად, აეშენებინათ მრავალპოლარული მსოფლიო რუსეთის და სხვების სურვილის გათვალისწინებით გარეშე, რუსეთი მზად არის გამოიყენოს შეიარაღებული ძალები იმდენ ხანს და იმ ძალით, რამდენიც საჭირო იქნება, რომ ის ჩათვალონ მოთამაშედ, რომელთანაც უნდა ივაჭრო და რომლის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. უხეშად რომ ვთქვათ, რუსების გადმოსახედიდან, გლობალური სამხრეთის გამო დასავლეთი უნდა გადააჩვიონ ნეოიმპერიალიზმს“, – აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა.

Continue Reading

Previous: დიღმის მასივის პირველი კვარტალში ასფალტის საფარი 3800 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა
Next: ენგურის ხიდთან, სოფელ ფახულანში, პატივი მივაგეთ დაღუპულ გმირებს – აფხაზეთი საქართველოა და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა და ურთიერთნდობის აღდგენა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025