Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წალენჯიხაში ვიყავი და გული ჩამწყდა – გიორგი გამსახურდია

მარშალ პრესი 27/09/2024
giorgi gamsakhurdia

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წალენჯიხაში არსებულ ვითარებაზე წერს. როგორც გამსახურდია აღნიშნავს, გაპარტახებული, განადგურებული გზები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, მოშლილი თვითმმართველობა არის ცხადყოფილი მაგალითი იმისა, თუ რას უშვრება ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც, საკუთარ ხალხს და მოსახლეობას.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის ნაციონალური მოძრაობის, გახარიას და ლელოს მმართველობაში მოშვების შედეგი. “ენა არ მომიბრუნდება არასდროს, რომ საკუთარ სამშობლოზე და საკუთარ კუთხეზე ნიშნის მოგებით ვილაპარაკო, უბრალოდ დღეს წალენჯიხაში ვიყავი და გული ჩამწყდა რასაც ჰქვია… იავარქმნილი და გაპარტახებული, განადგურებული გზები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, მოშლილი ბოლომდე თვითმმართველობა და ა.შ.

ეს არის ცხადყოფილი მაგალითი იმისა, თუ რას უშვრება ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც, საკუთარ ხალხს და მოსახლეობას. აღარაფერს ვიტყვი მათ არარსებულ მერზე, რომელიც ალბათ რამდენიმე საათიც არ ყოფილა სამსახურში და სამუშაო პროცესში.

რაღაცნაირად, ადამიანურად მეცოდება, ადამიანი ავად არის და შველა ჭირდება, ამ მანქურთებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა კიდევ, სიაშიც კი არ ჩასვა არცერთმა და აბალახებენ რაღაც სამომავლო დაპირებებით, რომელიც თავისთავად, როგორც მათი ყველა დაპირება ფარსი და ტყუილია. ეს არის ბატონებო, ნაციონალური მოძრაობის, გახარიას და ლელოს მმართველობაში მოშვების შედეგი. აუცილებლად ავლაგმავთ ამ სარანჩას ქართული პოლიტიკიდან!”- წერს გამსახურდია.

Continue Reading

Previous: დაახლოებით 26 ორგანიზაციაა, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, დანარჩენები კი – იღებენ მონაწილეობას ანტისახელისუფლებო კამპანიებში და ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენენ
Next: დიღმის მასივის პირველი კვარტალში ასფალტის საფარი 3800 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025