Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

მარშალ პრესი 27/09/2024
4004Capture

აფხაზეთში ომის დასრულებიდან 31 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის წევრებმა გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათი ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ. სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას ასევე პატივი მიაგეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა, ვეტერანებმა და მოქალაქეებმა. 

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. შედეგად, ათასობით ადამიანი დაიღუპა და 300 ათასი მოქალაქე დევნილად იქცა.

Post navigation

Previous: გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს
Next: ეს კვაზისამოქალაქო ორგანიზაციები თავს „არჩევნების დამკვირვებლად“ წარმოაჩენენ და იჩემებენ იმის უფლებას, რომ „მიუკერძოებელი“ ვერდიქტი გამოიტანონ – რასაკვირველია, ისინი მიკერძოებულები იქნებიან, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.