Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

2022 წელს რუსეთი რატომ არ შემოვიდა საქართველოში, ამის ახსნა გაქვთ? ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – პრემიერი

მარშალ პრესი 27/09/2024
irakli kobakhidze

ამ ბანერებით ხალხს კი არ ვაშინებთ, ეს არის რეალობა, რითაც გვემუქრებოდნენ 2022 წელს, რითაც გვემუქრებიან დღესაც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მეორე ფრონტი თავიდან ავაცილოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„რა შედეგები მოჰყვება ომს და რა შედეგები აქვს მშვიდობას, ამის შედარება ქართველი ხალხისთვის არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. ქართველ ხალხს უნდა შევახსენოთ, რა არის ომის ფასი და რა არის მშვიდობის ფასი. ხალხს კი არ ვაშინებთ, ეს არის რეალობა, რითაც გვემუქრებოდნენ 2022 წელს, რითაც გვემუქრებიან დღესაც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მეორე ფრონტი თავიდან ავაცილოთ.

გახსოვთ, უკრაინის მაღალჩინოსნები, მათ შორის, უშიშროების საბჭოს მდივნის, უმაღლესი თანამდებობის პირის, პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. პოდოლიაკმა და დანილოვმა პირდაპირ მოგვიწოდეს მეორე ფრონტისკენ, ახლა რომ იღუპებიან უკრაინელი ქალები და ბავშვები, უნდა შეგვეხიდონ ამაში მოლდოველები და ქართველებიო, ეს იყო დანილოვის მოწოდება. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ამისკენ. 2022 წელს რუსეთი რატომ არ შემოვიდა საქართველოში, ამის ახსნა გაქვთ? ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო. რომ გავყოლოდით იმ მოთხოვნებს, რასაც გვიყენებდნენ, მათ შორის, არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რუსეთი იქნებოდა საქართველოში შემოსული 2022 წელს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: გაეროში გამოსვლისას საუბარი იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს
Next: ვაშინგტონის მკაცრი მიდგომა „უცხოელი აგენტების“ კანონთან დაკავშირებით, ზოგჯერ ფარისევლობის ნიშნებს ატარებს – გამოცემა „Responsible Statecraft“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.