IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ბერლინიდან თბილისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდება. ძებნაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი გერმანიამ ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცა. ჭაკუას ექსტრადირება საქართველოში სავარაუდოდ დღეს განხორციელდება.

დავით ჭაკუა არაერთი სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული. ის ძებნილად 2013 წელს გამოცხადდა.

დავით ჭაკუას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ჭაკუას მხილებულია პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და მოწმეზე ძალადობა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დავით ჭაკუა ფიგურირებს 2012 წელს პატიმრების წამების საქმეში, რის შემდეგაც ციხის კადრები გავრცელდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება