Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, სარფის სანაპიროზე “ხელვაჩაურის დღეების” ფარგლებში, სახალხო დღესასწაული “კოლხობა 2024” გაიმართა

მარშალ პრესი 26/09/2024
461193078_911842494331670_796047416309158349_n

ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, სარფის სანაპიროზე “ხელვაჩაურის დღეების” ფარგლებში, სახალხო დღესასწაული “კოლხობა 2024” გაიმართა.

სახალხო დღესასწაულს საფუძველი პირველად 1978 წელს ჩაეყარა, რომელიც ,,ქვაომხაზობის” სახელით გაიმართა. 1979 წლიდან კი დღესასწაული სარფის სანაპიროზე ,,კოლხობის” სახელით იმართება. „კოლხობა“ მეფე აიეტის და მედეას მითთან არის დაკავშირებული. სახალხო დღესასწაულს საიუბილეო თარიღი აქვს, ის 45 წელია ტარდება და წელს განსაკუთრებით აღინიშნა.

სახალხო ზეიმში ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ, მათ შორის ცნობილი მომღერალი ბაიარ შაჰინი.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ადგილობრივი თვითმმართველობის, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: კითხულობენ რა საჭიროა ამ ბანერებისა და ვიდეო კოლაჟის ჩვენებაო? რას ჰქვია რა საჭიროა! ჩვენს ზურგზე გადაიარა იმ მშვიდობის ფასმა, რაც დღეს ქვეყანაშია
Next: სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.