Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი ახმეტის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

მარშალ პრესი 26/09/2024
461246721_489150697441669_8087824814558745404_n

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფლების: ალავერდის, ოჟიოს და მატნის მოსახლეობას შეხვდა, ასევე, დელეგატმა შეხვედრა ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში გამართა.

შეხვედრებზე დელეგატმა მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განხორციელებული პროექტები გააცნო. მისი თქმით, ოჟიოში სასწავლო წლის დაწყება აღსაზრდელებმა და აღმზრდელებმა ახალ საბავშვო ბაღში იზეიმეს, მატანში უკვე დასრულდა N1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს N3 საბავშვო ბაღის მშენებლობა. ხოლო, ახმეტაში, ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჩოლოყაშვილის ქუჩას და სკვერს, ასევე, რეაბილიტირდა ქალაქის შესასვლელში მდებარე შინმოუსვლელთა სკვერი.

ირაკლი ქადაგიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და ქალაქის ახალი იერსახის შექმნის პარალელურად, მოწესრიგდა წყლების და გზების ინფრასტრუქტურა.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძემ მსოფლიოს შეახსენა, თუ რა სტრატეგიულად მნიშვნელოვან როლსა და ადგილს იკავებს საქართველო საერთაშორისო გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში
Next: დღეს სახელმწიფოს მართავს ის ხალხი, რომელსაც იაფფასიანი ფეხის დადებებით, უკნიდან მიპარვებით, ყადაღა-სანქციებით ვერ შეაშინებ, რაც არაერთხელ დაამტკიცეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025