Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გვქონდა ორმხრივი შეხვედრები, ვისაუბრეთ ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის განვითარებას – ირაკლი კობახიძე გაეროში ვიზიტზე

მარშალ პრესი 26/09/2024
irakli kobakhidze

თითოეულ შეხვედრაზე გავაჟღერეთ ჩვენი გზავნილები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებულ ვითარებასთან და ყველა შესაბამისი გზავნილი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ იორკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტი შეაჯამა.

„ვასრულებთ ჩვენს ვიზიტს გაეროში, ნიუ იორკში, გვქონდა გამოსვლა სხვადასხვა პლატფორმაზე, ეს იყო უშიშროების საბჭო, პლენარული სესია, მომავლის სამიტი და რა თქმა უნდა, თითოეულ შემთხვევაში გავაჟღერეთ ჩვენი გზავნილები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებულ ვითარებასთან და ყველა შესაბამისი გზავნილი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვქონდა ასევე ორმხრივი შეხვედრები, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაეროს გენერალურ მდივანთან ორმხრივი შეხვედრა, ასევე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ორმხრივი შეხვედრა. აქაც საუბარი გვქონდა ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესებს, ეს იყო ჩვენი შეხვედრების მთავარი შინაარსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ამერიკის პრეზიდენტის ეს ბავშვური საქციელი, არადემოკრატიული, არადიპლომატიური და შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისათვის
Next: 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არც ერთ წინა არჩევნებზე არ იყო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025