IMG.GE IMG.GE

გლდანის გამგეობის უფლებამოსილებაში არ შედის ლიფტების მონიტორინგი,- ამის შესახებ გლდანის რაიონის გამგებელმა  ბექა მიქაუტაძემ განაცხადა.

“ბავშვი აღმოჩნდა ლიფტის შახტაში, იმ დროს როცა ლიფტი მუშაობდა. ხმა გაიგეს ბავშვის და შემდეგ მოხდა ლიფტის კარის გამომტვრევა და ბავშვის ამოყვანა. გლდანის გამგეობის უფლებამოსილებაში არ შედის ლიფტების მონიტორინგი, ჩვენ ვპასუხობთ მოსახლეობის ამხანაგობის მიერ შემოსულ განცხადებებს. დაველოდოთ რას იტყვის გამოძიება,”– თქვა მიქაუტაძემ.

ცნობისთვის,  გლდანში, ლიფტის შახტში ექვსი წლის ბავშვი ჩავარდა. დაშავებული თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ „პრივატ კლინიკაში“ გადაყვანეს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება