Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამარცხვინოა აშშ-ს პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ მიღებაზე მიწვეული სტუმრების სიიდან ამოიღო – მოსაწვევი გაგზავნეს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაეუქმებინათ

მარშალ პრესი 25/09/2024
davit chikhelidze

ვფიქრობდი რომ დიდ პოლიტიკაში ბავშვების და არასერიოზული ადამიანების ადგილი არ იყო, ბაიდენის ადმინისტრაციამ კი დამარწმუნა, რომ აშშ-ს პოლიტიკას არასერიოზული ხალხი წარმართავს. ასეთ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვა? – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე, საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ თეთრ სახლში მიწვევის გაუქმებას.

მისივე თქმით, აშშ სტრატეგიული პარტნიორიდან, სტრატეგიულ მტრამდე დავიდა, რომლისთვის უმნიშვნელოა ქართველი ხალხის ინტერესი და მისთვის მხოლოდ ამერიკელი ხალხის ინტერესი არსებობს.

„სამარცხვინოა აშშ-ს პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ მიღებაზე მიწვეული სტუმრების სიიდან ამოიღო, ვფიქრობდი რომ დიდ პოლიტიკაში ბავშვების და არასერიოზული ადამიანების ადგილი არ იყო, ბაიდენის ადმინისტრაციამ კი დამარწმუნა, რომ აშშ-ს პოლიტიკას არასერიოზული ხალხი წარმართავს.

ასეთ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვა? როცა ერთი მხარე დესტრუქციულ, მეორე მხარე კი კონსტრუქციულ, პრაგმატულ პოლიტიკას ირჩევს. აღნიშნულ ფაქტში ერთი რამ განსაკუთრებით საინტერესოა, გახსოვთ ქართული, ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების პოლიტიკა? როცა სკანდალი არ აქვთ, თვითონ თხზავენ სკანდალს, რომელსაც შემდეგ აშუქებენ. ზუსტად ასე მოიქცა ბაიდენის ადმინისტრაცია.

მოსაწვევი გაგზავნეს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაეუქმებინათ. აშშ-ს ადმინისტრაცია საქართველოს მშვიდობას ვერ პატიობს, საკუთარი გადაწყვეტილებებით კი გვაჩვენებს, რომ დამსახურებაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღების იმედი არ უნდა გვქონდეს. აშშ სტრატეგიული პარტნიორიდან, სტრატეგიულ მტრამდე დავიდა, რომლისთვის უმნიშვნელოა ქართველი ხალხის ინტერესი. მხოლოდ ამერიკელი ხალხის ინტერესი არსებობს, ამას რაც მალე გავაცნობიერებთ, მით უკეთესი ჩვენთვის,“- წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ეს საქციელი მხოლოდ ამერიკას და ამერიკელ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას, რაც ძალიან სამწუხაროა, გიგაურის დონემდე დაცემა არ ეკადრება ამერიკას
Next: საქართველოს პრემიერისადმი გამოგზავნილი მოსაწვევი, თეთრი სახლის ინიციატივით გამიზნული იყო იმისთვის, რომ შემდეგ გაეუქმებინათ და ნაცრევანშისტებისთვის პოლიტიკური ჟანგბადი მიეწოდებინათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.