Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა

მარშალ პრესი 24/09/2024
1001

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა. 

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა ალან ბერსეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს ნაყოფიერ თანამშრომლობას და ორგანიზაციის მნიშვნელოვან წვლილს რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. 

ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მიმართულებით, ასევე მოქმედი საერთაშორისო მექანიზმების ეფექტურობის გაუმჯობესების მნიშვნელობას. 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით. ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას მათთან გამკლავების პროცესში და აღინიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გაეროს გენერალური მდივნის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
Next: საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ორგანიზება მანიპულაციურად წარმოჩინდა, რამაც არაერთი მითის თუ დეზინფორმაციის ფორმირება გამოიწვია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.