ყველაზე მეტი რუსული საქმე ამ ქვეყანაში სწორედ სააკაშვილმა აკეთა – ირაკლი კობახიძე

970X90

თუ ვინმე ნაცმოძრაობის ლობისტია, თავისი ინტერესი აქვს და ეს ინტერესიც კონკრეტული მიზეზებით არის ნაკარნახევი, მაგრამ ისე ყველამ ყველაფერი იცის. ავიღოთ 2012 წელი, 2013-2014 წელი, როცა ითხოვდნენ ხელი არ დაეკარებინა ამ ხელისუფლებას წინა ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლისთვის, მაშინაც კარგად იცოდნენ რომ კრიმინალები იყვნენ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ პარალელი გაავლო საქართველოსა და მოლდოვას შორის და ხაზი გაუსვა, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური ამოცანაა, რაც შეეხება მოლდოვას, პირდაპირ კონსტიტუციის დონეზე გამოცხადებული აქვს ნეიტრალიტეტი, ანუ პირდაპირ ამბობს უარს ნატოზე.

„საქართველოს კონსტიტუციაში უწერია, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა. რაც შეეხება მოლდოვას, პირდაპირ კონსტიტუციის დონეზე გამოცხადებული აქვს ნეიტრალიტეტი, ანუ პირდაპირ ამბობს უარს ნატოზე. რამდენიმე დღის წინ მოლდოვის პრეზიდენტმა პირდაპირ გააკეთა განცხადება, რომ არავითარ შემთხვევაში არ აპირებს დსთ-ს დატოვებას იმ პრივილეგიების გამო, რომელსაც ის ღებულობს როგორც რუსთიდან, ისე დსთ-ს წევრი სხვა ქვეყნებიდან. თქვენ ნახეთ რამდენად დიდია სხვაობა ჩვენს დეკლარირებულ და პრაქტიკულ კურსსა და მათ დეკლარირებულ და პრაქტიკულ კურსს შორის.

ავიღოთ კორუფცია, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ევროკავშირისთვის. კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ჩვენ ვართ მოწინავე პოზიციაზე როგორც კორუფციასთან მებრძოლი ქვეყანა და დაბალი მაჩვენებლოს თვალსაზრისით. რაც შეეხება მოლდოვას, იქ არის მძიმე ვითარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი.
რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ნაწილში ვალდებულებების შესრულებას, ეკონომიკური ნაწილში თანამშრომლობას და ა.შ, თითქმის ყველა პარამეტრში გვაქვს ძალიან დიდი უპირატესობა ჩვენ როგორც მოლდოვასთან ასევე უკრაინასთან.

თუ ვინმეს დაჭერაზეა საუბარი, მას შემდეგ რაც განაცხადი წარადგინა მოლდოვამ ევროკავშირის კადიდატობაზე, მას შემდეგ აღძრეს საქმე ყოფილ პრეზიდენტზე იგორ დოდონზე და რამდენიმე დღეში დაიჭირეს კიდეც ამ ბრალის საფუძველზე. ახლა რაც შეეხება თვითონ საქმის შინაარსს და მერე ვისაუბროთ ფაქტებსა და აღქმებზე. შინაარსი არის, რომ იგორ დოდონს მეორე მდიდარ პოლიტიკოსთან ქონდა შეხვედრა და შეხვედრის დასარულს მან შავი პარკი გადასცა. არის ეჭვი რომ აქ იყო ფული, თუმცა არავითარი მტკიცებულება არ არსებობს გარდა იმისა, რომ ჩანს პარკის გადაცემა.

რა თქმა უნდა ვარაუდები ყველას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორია სისხლის სამართლის მტკიცების სტანდარტი. ამაზეა დაჭერილი ყოფილი პრეზიდენტი. პრორუსობისთვის, პროდასავლურობისთვის და ორიენტაციისთვის ვერავის დაიჭერ და ვერც ვერავის გაათავისუფლებ, ეს ერთი და მეორე – მე მგონია რომ ყველაზე მეტი რუსული საქმე ამ ქვეყანაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში აკეთა სწორედ სააკაშვილმა. შედეგებით ვიმსჯელოთ – რუსეთს გადაეცა ტერიტორიების 20%, გადაეცა სტრატეგიული ობიექტები, აღარ გავგრძელებ სიას. თან ეს ყველაფერი კონკრეტული ნაბიჯებით გაკეთდა, თავად იმსჯელეთ საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება დანაშაულებს – იგორ დოდონს ვერავინ ედავება იმ ტიპის დანაშაულებს, რაც მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ ჩადენილი აქვს სააკაშვილის რეჟიმს და მის ხელისუფლებას. მათ შორის არის ის 5 სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც აღძრულია ბრალი ან უკვე შეფარდებულია სასჯელი სააკაშვილის მიმართ.

„გვარამიას შემთხვაში არის ცხადი სქემა იმასთან დაკავშირებით, როგორ გაიძარცვა ტელეკომპანია „რუსთავი-2“ 6.7 მილიონი ლარით. აქაც ცა და დედამიწაა რეალურად რომ აიღოთ შემთხვევები. ნაკეთებ საქმეებს რაც შეეხება, იგორ დოდონი მიუხედავად მისი ორიენტაციისა ახლოს ვერ მივა სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლების ყოფილ ლიდერებთან. მგონია, რომ ეს ფაქტები ყველასთვის არის ცნობილი და გასაგები და თუ ვინმე არის ნაცმოძრაობის ლობისტი, იმას თავისი ინტერესი აქვს და ეს ინტერესიც კონკრეტული მიზეზებით არის ნაკარნახევი, მაგრამ ისე ყველამ ყველაფერი იცის. იგივე თუნდაც რომ ავიღოთ მაშინ 2012 წელი, იგივე 2013-2014 წელი, როცა ითხოვდნენ ხელი არ დაეკარებინა ამ ხელისუფლებას წინა ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლისთვის, მაშინაც კარგად იცოდნენ რომ კრიმინალები იყვნენ. მაგრამ არის ლობირების მომენტები და ეს მუშაობს ხოლმე, მაგრამ მთლიანობაში აბსოლუტურად ყველამ ყველაფერი იცის – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

970X90
გაზიარება