Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ ნასაგურში ორი სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

მარშალ პრესი 23/09/2024
460519627_2934873426677750_3102434088721227898_n

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ ნასაგურს ესტუმრა და ორი სპორტული მოედნის მშენებლობა დაათვალიერა. დელეგატი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო სოფელში სპორტული მოედნების და მათ გარშემო რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროცესს, რაც ნასაგურის მოსახლეობის დიდი ხნის სურვილი იყო. დელეგატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მსგავსი არაერთი პროექტი განხორციელდება სამგორში, თუმცა ამას სჭირდება ქვეყანაში მშვიდობა.

„ჩვენ ვხედავთ განუზომელ ზეწოლას როგორც შიდა ასევე გარე ძალების მხრიდან, ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის, სუვერენიტეტის დაკარგვის და ტრადიციების შელახვის მიზნით. ჩვენი სამშობლო მართლა განსაცდელშია, ამიტომ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, და დიდი უპირატესობით მოვიგოთ ეს არჩევნები! მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, სწორედ მშვიდობით, ღირსებით და ერთიანობით შევალთ ევროპაში,“ – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ინფორმაციისთვის, სოფელ ნასაგურში მიმდინარეობს ორი სპორტული მოედნის მშენებლობა. ერთი იქნება ფეხბურთის, ხოლო მეორე – კალათბურთის მოედანი, რომელთა გარშემო 3 ჰექტრამდე სივრცეში მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცის მოწყობა, რის დასრულების შემდეგაც სოფელს ორი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სპორტული მოედანი და კეთილმოწყობილი პარკი ექნება.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა მთაწმინდის რაიონში, კიკეთის, კოჯრისა და ტაბახმელას მოსახლეობას შეხვდა
Next: ვხედავთ, რომ უკანასკნელ დღეებში განსაკუთრებით გააქტიურებულნი არიან აშშ -ში იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთან არის წინასაარჩევნო პროცესი და ველით უარყოფით სიგნალებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.