Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პოლიტიკური შანტაჟის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს არასდროს დათმობს

მარშალ პრესი 23/09/2024
kakha kaladze

„გული იმაზე მწყდება, რომ კიდევ ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი, თუ როგორია მისი დამოკიდებულება, რა პრინციპების კაცია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, სიმართლეს შეესაბამება თუ არა, რომ „ქართული ოცნება“ დახმარებას სთხოვს ისრაელს, რათა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არ მოხდეს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს არის აბსურდი.

„ეს არის მორგი სისულელე და აბსურდი. ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია. ამასთან დაკავშირებით თავადაც რამდენჯერმე გააკეთა განცხადება. მან საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა ევროპას მიანდო, შვეიცარიის ერთ-ერთ წამყვან ბანკს. ბანკმა ეს ადამიანი გაძარცვა. შემდეგ მან ყველა ინსტანციაში მოიგო სასამართლო პროცესი. ამის მიუხედავად, მისი თანხები გაჩერებულია. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური შანტაჟი, რომ ივანიშვილმა ქვეყნის ინტერესები დათმოს და სანაცვლოდ, თანხები გამოთავისუფლდეს. თუმცა, ეს ვერ მოხდება, შეუძლებელია.

გული იმაზე მწყდება, რომ კიდევ ვერ გაიცნეს ეს ადამიანი, თუ როგორია მისი დამოკიდებულება, რა პრინციპების კაცია. შესაბამისად, ამით შანტაჟს და მუქარას აზრი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს არასდროს დათმობს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზას ახალგაზრდული პარლამენტის წევრები ესტუმრნენ
Next: „ქართული ოცნებიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.