Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აშშ-სა და ევროკავშირის ორგანიზაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, “უცხოელი აგენტების კანონის” არ შესრულებაში, მათ შორის, ჯარიმების გადახდაში – მაკკეინის ინსტიტუტი

მარშალ პრესი 22/09/2024
mccain institute

[არჩევნების] შედეგების მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა უნდა იყოს ძლიერი, განსაკუთრებით კი, დამკვირვებელი და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების. კრეატიული დაფინანსების გზები, როგორც გამოიყენება აზერბაიჯანში, შეიძლება საჭირო გახდეს, თუ სამოქალაქო საზოგადოების სივრცე დაიხურება, – ვკითხულობთ “მაკკეინის ინსტიტუტის” მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ ანგარიშში, სადაც, ისეთ საკითხებთან ერთად, როგორიცაა “ქართული ოცნების” ლიდერებისთვის სანქციების დაწესება და უვიზო მიმოსვლის შეჩერება, საუბარია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოქმედების პირობებში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის და დაფინანსების გზებზე.

ანგარიშში, რომელიც “მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა მოამზადა, აღნიშნულია, რომ აშშ-ის და ევროკავშირის შესაბამისმა ორგანიზაციებმა, მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას კანონის შეუსრულებლობაში, მათ შორის, შესაძლო ჯარიმების და დაკისრებული იურიდიული ხარჯების გადახდაში.

“აშშ-ის და ევროკავშირის შესაბამისმა დაწესებულებებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას უცხოელი აგენტების შესახებ კანონმდებლობის შეუსრულებლობაში, მათ შორის, შესაძლო ჯარიმებისა და იურიდიული მოსაკრებლების ხარჯების ანაზღაურებაში. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, კანონის წინააღმდეგობის შესახებ არ უნდა იყოს შერეული გზავნილები და არ უნდა იყოს კანონის შესრულების მხარდაჭერის მცდელობა(ტრენინგები და ა.შ.).” – აღნიშნულია ანგარიშში.

Post navigation

Previous: დავით კოდუა: ქალაქის ტერიტორიაზე ვახდენთ 70-მდე შიდა გზის რეაბილიტაციას, მომავალ წელს დამატებით 80-ზე მეტ ქუჩაზე მოხდება ასფალტის საფარის დაგება
Next: უკრაინაში ომს 1 მილიონი ადამიანი შეეწირა – გამოცემა “ვოლ სთრით ჯორნალი”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.