Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლორა თორნტონმა გაასაჯაროოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სია, რომლებიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვს

მარშალ პრესი 21/09/2024
davit chikhelidze

„მოვითხოვ ქალბატონმა ლორა თორნტონმა გაასაჯაროოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სია, რომლებიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვს და ასაბუთებს, ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს ვინ არის მტერი და ვინ ატარებს არასახელმწიფოებრივ პოლიტიკას“-წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის, ლორა თორნტონის განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც, „რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირს, ქართველებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების აუცილებლობას დამაჯერებლად უმტკიცებდა“.

ექსპერტი დავით ჩიხელიძე მეტ დასაბუთებას ითხოვს, რადგან მისი თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს, იცოდეს ვინ არის მტერი და ვინ ატარებს არასახელმწიფოებრივ პოლიტიკას.

„მოვითხოვ ქალბატონმა ლორა თორნტონმა გაასაჯაროოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სია, რომლებიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვს და ასაბუთებს, ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს ვინ არის მტერი და ვინ ატარებს არასახელმწიფოებრივ პოლიტიკას !

მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით მათ შეიმუშავეს 7 ქმედება, რომელიც დასავლეთმა საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებამდე უნდა განახორციელოს, როგორი პარადოქსია, დოკუმენტი ეფუძნება „საქართველოს მეგობრების“ მოხსენებას, რომლებიც მხარს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას უჭერენ. არადა რომ კითხოთ საქართველოს მეგობრები ჰქვიათ

აქვე ერთი საინტერესო საკითხი, როგორც ქალბატონო ლორა თორნტონი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი საკამათოა, რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დამაჯერებლად დაანახა, აღნიშნული საკითხის საჭიროება და მართებულება. გუბაზ სანიკიძე გამახსენდა, რომელმაც განაცხადა, რომ ღალატსაც ცოდნა უნდა, ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნამდვილად იციან, როგორ უნდა უღალატონ საკუთარ ქვეყანას და ხალხს“-წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, “ქართული ოცნება” ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
Next: ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპის და აშშ-ს ბოლო დემარშების ფონზე, მიხვდით ბოლოს და ბოლოს მიუხვედრელნო, რომ საქართველოს არ შეიძლება ჰყავდეს მუდმივი მეგობრები და მტრები!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.