რუსთავში ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. მორიგი შეხვედრა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და ქართული ოცნების დელეგატმა რუსთავსა და გარდაბნის ისტორიულ სოფლებში ირაკლი შატაკიშვილმა, ქალაქში მოქმედ ბიზნეს სექტორთან გამართეს.
რუსთავის იპოდრომის სივრცეში მოწყობილ შეხვედრას, რუსთავში არსებული ბიზნეს სექტორის თითქმის სრული სეგმენტი ესწრებოდა.
,გავმართეთ შეხვედრა რუსთავში ადგილობრივი ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან. წარმოდგენილი იყო ბიზნესის ფაქტიურად ყველა დარგი, რომელიც რუსთავში ოპერირებს. ვისაუბრეთ სხვადასხვა ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე და იმ წარმატებებზე, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა მიღწეული. ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი.”-განაცხადა ქართული ოცნების დელეგატმა რუსთავსა და გარდაბნის ისტორიულ სოფლებში ირაკლი შატაკიშვილმა.
შეხვედრაზე, რუსთავში განხორციელებულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებზე და იმ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რაც ქალაქის განვითარების პარალელურად და კომფორტული ბიზნეს გარემოს პირობებში აქვს კერძო სექტორს.
,,დღეს ქვეყანაში საერთოდ სხვანაირი ბიზნესგარემოა, ჩვენ აღარ გვეშინია საქმის წარმოების, აღარ გვეშინია იმის, რომ ვიღაც მოვა და გამოგვიცხადებს- ეს ბიზნესი, რომელზეც ამდენი ენერგია გაქვს დახარჯული და თანხა დაბანდებული, დღეს ვიღაც ჩემს მეგობარს უნდა გადაუფორმოო და უარს თუ ეტყვი, მეორე დღეს მანქანას აგიფეთქებენ- ასეთი იყო ჩემი სიტუაცია დავით კეზერაშვილთან მიმართებაში, როცა თავდაცვის მინისტრი იყო და და ბორჯომის გადაფორმებას მთხოვდა თავის მეგობარზე. დღეს ეს ამბები კოშმარული სიზმარივით გვაგონდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ხალხი, დღეს მთავარი ოპოზიციაა და ახალგაზრდებს, რომლებიც მაშინ პატარები იყვნენ, უნდა მოვუყვეთ, მათ უნდა იცოდნენ, რას აკეთებდნენ ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის დროს და დიდი ალბათობით, რას გააკეთებენ, ღმერთმა დაიფაროს, კიდევ თუ დაბრუნდნენ უკან.“-განაცხადა ჰაიდელბერგ ცემენტ საქართველოს და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანადამფუძნებელმა ირაკლი რუხაძემ.
ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას, ტრიგერის როლის შემსრულებელი და ერთგვარი...