Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოპოზიციურ სპექტრს და კერძოდ “ნაციონალურ მოძრაობას” ამ სისხლიან ძალას, არჩევნების შემდგომი პროვოკაციებისათვის სწორედ ასეთი გამოცდილების კრიმინალები სჭირდება

მარშალ პრესი 20/09/2024
tamta megrelishvili

ოპოზიციურ სპექტრს და კერძოდ “ნაციონალურ მოძრაობას” ამ სისხლიან ძალას, არჩევნების შემდგომი პროვოკაციებისათვის სწორედ ასეთი გამოცდილების კრიმინალები სჭირდება,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი გივი თარგამაძის აფეთქებაში ბრალდებული, ძებნილი, დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოს საზღვარზე დაკავების ფაქტს.

მისივე თქმით, დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში ჩამოსვლა შესაძლოა არჩევნების შემდეგ დაგეგმილ არაერთ პროვოკაციას უკავშირდებოდეს.

„2016 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში, “ნაციონალური მოძრაობის” იმდროინდელი დეპუტატის, გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. აფეთქების შედეგად, დაშავდა 7 ადამიანი, თარგამაძე კი სიკვდილს გადაურჩა. ამ ინციდენტში ბრალდებული – დარჩო ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნებოდა. ის შსს-მ უკვე დააკავა. მისი საქართველოში ჩამოსვლა შესაძლოა არჩევნების შემდეგ დაგეგმილ არაერთ პროვოკაციას უკავშირდებოდეს. ოპოზიციურ სპექტრს და კერძოდ “ნაციონალურ მოძრაობას” ამ სისხლიან ძალას, არჩევნების შემდგომი პროვოკაციებისათვის სწორედ ასეთი გამოცდილების კრიმინალები სჭირდება. 2024 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური ვერდიქტი “ნაციონალური მოძრაობისათვის” და მათ მიერ ყველა დაგეგმილი პროვოკაცია შესაბამისი სამსახურების მიერ აღკვეთილი იქნება,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: სანქციების გამოყენებით ამერიკა საბოლოოდ გაინადგურებს იმიჯს საქართველოში. ამას ექნება უმძიმესი შედეგი მათთვის და არა ხელისუფლებისთვის
Next: ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.