Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ზღვისუბნის მოსახლეობას შეხვდა

მარშალ პრესი 20/09/2024
459087488_509596785045606_1206706503596005755_n

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ზღვისუბნის მე-3 მ.რ. მე-2 კვ. N32-33 კორპუსების მიმდებარე სკვერში.

დელეგატი ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო, დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა და საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„აქტიურად ვაგრძელებთ წინასაარჩევნო კამპანიას. ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით მოქალაქეებს. ძირითადად, ვსაუბრობთ იმ პრიორიტეტებზე, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი. ასევე, ვსაუბრობთ გამოწვევებზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

მოსახლეობაში იგრძნობა ძალიან დიდი მუხტი და შემართება. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ღირსეულად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას გააგრძელებს“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ. მოსახლეობასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და „ქართული ოცნების“ ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.

Post navigation

Previous: შენ, ვინც აცხადებ რომ აფხაზი და ოსი ხალხი მტერია, არ ხარ ქართველი – დავით ჩიხელიძე “ფორმულის” ჟურნალისტს
Next: სახალხო ზეიმი „ხელვაჩაურის დღეები“ 24 სექტემბერს დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.