IMG.GE IMG.GE

დარწმუნებული ვარ, დღეს საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან რაიმე სხვა თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  “მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვას, რომელიც სუს-ში “საბოტაჟის საქმეზე” დაწყებულ გამოძიებას შეეხებოდა.

“დარწმუნებული ვარ, რომ რა სახის გამოძიებაც არ უნდა დიწყოს საქართველოს რომელიმე საგამოძიებო ორგანომ, მთავარი არ დაუშვებს, მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს. ამაში ვარ სრულად დარწმუნებული. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან რაიმე სხვა თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს. თუ რაღაც რიტორიკული პასუხისთვის მისვამთ შეკითხვას, ჩემი პასუხი ასეთია – ვერ ჩაერევიან“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება