Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან – “ფორმულის” ჟურნალისტი

მარშალ პრესი 19/09/2024
luka tkebuchava

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ლუკა ტყებუჩავამ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან.

მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხისას განმარტა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ აფხაზებთან და ოსებთან შერიგების შესახებ გაკეთებული განცხადება, კითხვით მიმართა ჟურნალისტებს – აფხაზი და ოსი ხალხი მათთვის დები და ძმები არიან თუ მტრები, რაზეც „ფორმულას“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, განაცხადა, რომ მისთვის აფხაზები და ოსები მტრები არიან.

აღსანიშნავია, რომ მამუკა მდინარაძემ პასუხის დაზუსტების მიზნით ჟურნალისტს რამდენჯერმე გაუმეორა შეკითხვა, რაზეც ლუკა ტყებუჩავასგან ყველა ჯერზე იგივე პასუხი მიიღო.

„აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან“, – განაცხადა ლუკა ტყებუჩავამ.

Post navigation

Previous: „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ
Next: კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.