IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

​საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ არ იცის ვინ იქნება “ქართული ოცნების”  პარტიის მომავალ სიაში. როგორც მან აღნიშნა, ამ თემაზე ჯერ კონსულტაციები არ დაწყებულა და მისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა.

„წარმოდგენა არ მაქვს. დღეის მდგომარეობით, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგია, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა. ახლა ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანი ხდება ისეთი მიმდინარე პროცესები, როგორიც არის გამოცდები, რომლებიც დღეს დაიწყო და კიდევ ბევრი რამ“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება