Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უკრაინელ ბავშვებს წეროვანში უმასპინძლეს

მარშალ პრესი 19/09/2024
m

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პაატა პატიაშვილი უკრაინელი დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში შეხვდა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

უკრაინელ მოზარდებსა და მათ თანმხლებ პირებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წეროვანში ორი კვირის განმავლობაში უმასპინძლა. უწყების სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უკრაინელ ბავშვებს შესთავაზეს სპეციალური პროგრამა, რომელიც ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და კულტურულ ღონისძიებებს მოიცავდა.

სარეაბილიტაციო კურსის დასკვნით ღონისძიებას სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი და საქართველოში უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.

Post navigation

Previous: დედოფლისწყაროში ჰერეთის ქუჩაზე არსებული კორპუსების ფასადების (ე. წ. მიკრორაიონი) რეაბილიტაცია იწყება
Next: პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიული დღე მიულოცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.