Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ლელოს” გარშემო გაერთიანებული კოალიციის წევრები – “თავისუფლების მოედანი” და “ანა დოლიძის პარტია”, გახარიასთან ალიანსს არ ეთანხმებიან

მარშალ პრესი 19/09/2024
levan cucqiridze

არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ასეთი გაერთიანება არის დიდი გარღვევის მომტანი ქართულ პოლიტიკაში, თუმცა, არ არსებობს კვლევები ან რაიმე სხვა მონაცემები, რომლებიც კონკრეტულ ამ საკითხს შეისწავლიდა და დამაჯერებლად გვეტყოდა, რომ ეს ნამდვილად ასეა, – ამის შესახებ “ლელოსთან” კოალიციაში მყოფი პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედნის” დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ, “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, უცნობია, რამდენად სასარგებლო იქნება კოალიცია “ძლიერ საქართველოსთან” გიორგი გახარიას პარტიის გაერთიანება ბრძოლაში გადამწყვეტი წინსვლის მისაღწევად. მან ასევე განაცხადა, რომ გახარიასთან სერიოზული კითხვები აქვს როგორც წარსულზე, ისე მომავალთან დაკავშირებით.

“რამდენად არის ეს გაერთიანება პრაქტიკულად სასარგებლო იმისათვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ გავლენა ოპოზიციურ ბრძოლის ველზე და მივაღწიოთ გადამწყვეტ წინსვლას ამ ბრძოლაში – მე არ ვამბობ, რომ ან ერთი, ან მეორე არის სრულიად გამორიცხული, მაგრამ მე მაქვს ამასთან სერიოზული კითხვები. ჩემთვის მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ, მათ შორის, საკითხები როგორც წარსულთან, ისე მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. წარსულთან, რაც შეეხება ადამიანის უფლებების საკითხებს, რაც შეეხება დემონსტრაციების საკითხებს, რაც შეეხება დემონსტრაციების დარბევის საკითხებს. ყველა ამბობს წინასაარჩევნოდ, რომ ის არის ყველაზე მაგარი პოლიტიკური პარტია და თუ ყველა ასეთი მაგარია, მაშინ, გაერთიანების აუცილებლობა რატომ დგას, ხომ? ბუნებრივია, ესე იგი, რომ ყველა ისეთი მაგარი ვერ არის და რაღაც გაერთიანების აუცილებლობები არსებობს.” – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

Post navigation

Previous: ქართულმა სახელმწიფომ ვერ დაიცვა მშვიდობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე – იყო შეცდომებიც, დანაშაულიც და ამის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს ყველამ, ვისაც ამის ძალა ეყოფა
Next: „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.