Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ილია ელოშვილი 16 წლის ასაკში წავიდა აფხაზეთის ომში. მეთაურმა სცადა სახლი გაეშვა. არ მიდიოდა. ბოლოს უთხრა, გიბრძანებ და ბრძანება უნდა შესრულდესო…

მარშალ პრესი 01/06/2022
ილია ელოშვილი

გენერალი ამირან სალუქვაძე თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მის შესახებ ერთ ფაქტს იხსენებს:

“ერთი შტრიხი ილია ელოშვილის ბიოგრაფიიდან. დღეს მომიყვა მისმა მაშინდელმა მეთაურმა. 16 წლის ასაკში წავიდა აფხაზეთის ომში. მეთაურმა სცადა სახლი გაეშვა. არ მიდიოდა. ბოლოს უთხრა, გიბრძანებ და ბრძანება უნდა შესრულდესო.
ილიას ისღა დარჩენოდა, სახლში წასულიყო.
ორი კვირის შემდეგ, ისევ ჩადის აფხაზშთში, თავის ნაწილში.
მეთაური ეკითხება, რატომ ჩამოხვედიო, ხომ გიბრძანე სახლში წასვლაო?
ილიამ უპასუხა, ბრძანება შევასრულე, სახლში წავედი და ისევ ჩამოვედიო.
მგონი ბევრზე მეტყველებს?!
დასანანია…
ოჯახს და ახლობლებს გაძლებას ვუსურვებ და გულით ვუსამძიმრებ.” – წერს ამირან სალუქვაძე

Post navigation

Previous: ნიკა მელიას ისევ წყალი შეუყენეს – დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში”
Next: არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.