რობერტ სტურუას პასუხი კრიტიკოსებს

905
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ რობერტ სტურუას გამოხმაურება მათ, ვინც მისი დასის მოსკოვში გასტროლს აკრიტიკებს:

“თქვენ!  2012 წელს, მას შემდეგ რაც თქვენმა ვითომ ქართველმა… 26 მაისს ქართველები დაარბია და… ვინღა გაიგებს რამდენი ქართველის სისხლი დალია,
დაბოღმილმა “ბელადმა” რუსთაველის თეატრს მომაშორა! ვინ მოთვლის რამდენი ქვეყნის თეატრმა გამომიწოდა ხელი! მე Et Setera ვარჩიე! და მას შემდეგ გავხდი
სტანისლავსკის, მეიერხოლდის, ტაიროვის, ტოვსტონოგოვის, დოსტოევსკის, ახმეტელის (ადრეც და სამუდამოდ, წამებულო, ბატონო სანდრო) მიმდევარი! ვარ და ვიქნები მუდამ!

თქვენ კი… თქვენი ტელევიზია, თქვენი გამრუდებული სინდისი, თქვენი პროვინციული ფაშიზმი თქვენ დაგრჩებათ – რა იცით, უღმერთოებო, საქართველოს და ქართველების ფასი?! მე კი ქართველი ვარ და ქართველად დავრჩები მაშინაც როცა თავისუფლების მოედანზე ჩემ ჩამოხრჩობას დააპირებთ! აპა!

P.S. დარწმუნებული ვარ არავის შეუმჩნევია რომ ქაბულაძის პორტრეტზე რუსთაველი
“ვეფხისტყაოსანს” ვეფხვის აღრენილ თავზე ქმნის! (ვეფხვია თუ?..) ნუთუ ამ ვეფხვმა გააძევა პოეტი იერუსალიმს? არა! ქართველებმა? არავინ იცის!.. და მერე რა? არაფერი! შოთამ აჯობა!”– წერს რობერტ სტურუა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება