Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოფელ სანიორეში მევენახეებს შეხვდა

მარშალ პრესი 18/09/2024
460515264_915513493942998_8585253671465149696_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოფელ სანიორეში მევენახეებს შეხვდა.

მთავრობის მეთაური მევენახეებს რთველის მიმდინარეობისა და მოსავლის დაბინავების პროცესზე გაესაუბრა და ხელისუფლების სრული მხარდაჭერა აღუთქვა. საუბრისას ხაზი გაესვა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების პრიორიტეტულობას და აღინიშნა, რომ სუბსიდირების მექანიზმი ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა.

პრემიერმა ასევე ჭოტიაშვილების საოჯახო მარანი – “საწნახელი” დაათვალიერა. მარნის მფლობელმა კახა ჭოტიაშვილმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომპანია ტრადიციული ტექნოლოგიებით ქვევრში დაყენებული 14-ზე მეტი სახეობის ჯიშისგან წელიწადში 50 000-ზე მეტ ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე – 15 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნებში ხორციელდება.

ჭოტიაშვილების ვენახები 17 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც 40-ზე მეტი საექსპერიმენტო დანიშნულების ვაზის ჯიშია.

კომპანიამ “შეღავათიანი აგროკრედიტით” ისარგებლა და სახელმწიფოს მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობს ღვინის საერთაშორისო გამოფენებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ჭოტიაშვილების მარანში მთავრობის მეთაურთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დღესვე პრემიერ-მინისტრი “მილდიანის” ღვინის ქარხანაში ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო. 18 სექტემბრის მდგომარეობით, ქარხანას მოსახლეობისგან შესყიდული და გადამუშავებული აქვს 2800 ტონამდე ყურძენი. კომპანიას 40 ჰა ფართობზე აქვს გაშენებული საკუთარი ვენახები და წლიურად აწარმოებს 3,5 მლნ ბოთლს, ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ევროპის ქვეყნებში, ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. კომპანიამ სხვადასხვა პერიოდში სახელმწიფო პროგრამებით ისარგებლა.

Continue Reading

Previous: NGO-ების ანგარიშებში არ ხვდება ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან, არც საარჩევნო პროცესებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში
Next: კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025